22 დეკემბერი | კორონავირუსის 100-მდე ახალი შემთხვევა რუსთავის კლინიკაში

რუსთავში, დღის განმავლობაში, ქალაქში არსებულ კლინიკებში გამოკვლეულ 100-მდე ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

კერძოდ, N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დღის განმავლობაში სწრაფი ტესტით 180 ადამიანი გამოიკვლიეს. მათგან ვირუსი 52-ს დაუდასტურდა.

დღესვე ცნობილი გახდა ამავე სამედიცინო დაწესებულებიდან გუშინ ლაბორატორიაში გაგზავნილი “პისიარ” ტესტის პასუხები, რომელთაგან 9 პირის ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა.

N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში ვირუსი სწრაფი ტესტით გამოკვლეულ 19 ადამიანს დაუდასტურდა, “პისიარით” კი 7-ს.

​მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრში დღის განმავლობაში 20 პირი გამოიკვლიეს და მათგან “კოვიდ19” 4 ადამიანს დაუდასტურდა.