23 დეკემბერს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 დეკემბერს 11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში იალღუჯის დასასახლება, ლეჟბადინი, კესალო 1, კესალო 2, ქურთლიარი, მეორე ქესალო, ქურთლიარი, კულარი, იმირჭალა და მიმდებარე სოფლებში, 12:00-დან 14:30 საათამდე აბონენტებს რუსთავში კოსტავას, ბათუმის, მეგობრობის, კონსტიტუციის, თოდრიას, სააკაძის, გაგარინის, დუმბაძის, ბალანჩივაძის და მიმდებარე ქუჩებზე, 12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში პობედა, ლემშვენიერა და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.