24 დეკემბერი | სწრაფი და “პი-სი-არ” ტესტის პასუხები რუსთავის კლინიკებში

 სწრაფი და “პი-სი-არ” ტესტების პასუხები რუსთავში- ქალაქის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში შუადღის მონაცემებით, ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტით 125 პირი გამოიკვლიეს, რომელთაგან ვირუსი 51-ს დაუდასტურდა.

 ასევე შუადღის მონაცემებით, პირველ დიაგნოსტიკურ ცენტრში სწრაფი ტესტით 81 ადამიანი გამოიკვლიეს, 13-ის ტესტის პასუხი დადებითია. “პი-სი-არ” კვლევით “კოვიდ 19” სამ ადამიანს დაუდგინდა.

“პი-სი-არ” მეთოდით, პაციენტები არ გამოუკვლევიათ ცენტრალურ საავადმყოფოში, სწრაფი ტესტით კი ვირუსი ორ პირს დაუდასტურდა. ჯამში სწრაფი ტესტი 14 ადამიანს ჩაუტარდა.

  სამი კოვიდდადასტურებული პაციენტი, მათ შორის დედა და ორი ბავშვი გამოჯანმრთელდა რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში. სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის კლინიკაში არცერთი კოვიდპაციენტი არ იმყოფება, შვიდი პირი გადის მკურნალობას სტაციონარში სხვადსხვა ვირუსული ინფექციებით.