გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 დეკემბერს 11:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბოლნისში აღმაშენებლის, სულხან-საბას, ფალიაშვილის, ასათიანის, ჯავახიშვილის, ათონის, ბაგრატიონის, ცოტნე დადიანის და მიმდებარე ქუჩებზე, 15:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში გომარეთი, იფნარი, ორმაშენი, კიზილაჯლო, განახლება, მამულო, ახა და მიმდებარე სოფლებში, 16:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში იმირი, იმირჯალა, იმირჭალა, შულავერი, კულარი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.