24 საათში შეზღუდვების დარღვევისთვის 735 ადამიანი დაჯარიმდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 24 საათში პირბადის ტარების წესების დარღვევისთვის 642 პირი დააჯარიმა.

კარანტინის წესების დარღვევისთვის – 93. ჯამში, ბოლო 24 საათში კორონავურუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის დაჯარიმდა 735 ადამიანი.

უწყების ცნობით, პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.