გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 დეკემბერს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში კიზილ-აჯლო, შახტოსტროი, ჯანდარა, ამბაროვკა, ღვინის ქარხანა, ალგეთი-ღვინის ქარხანა, ალგეთის მევენახეობა, ალგეთი, კაპანახჩი და მიმდებარე სოფლებში, 10:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში კრწანისი, მთის ძირი, ფონიჭალა, წალასყური, თელეთი, სართიჭალა და მიმდებარე სოფლებში, 11:15-დან 18:30 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ახალსოფელი, პატარა თონეთი, ზირბითი, მანგლისი, ალგეთი, ენაგეთი, ჯორჯიაშვილი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.