29 დეკემბერი | სწრაფი და “პი-სი-არ” ტესტის პასუხები რუსთავის კლინიკებში

რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტით 90 პირი გამოიკვლიეს, 27 მათგანს ვირუსი დაუდასტურდა. “პი-სი-არ” მეთოდით ტესტი 17 ადამიანს ჩაუტარდა, მათგან  7-ის პასუხი დადებითია. ქალაქის N1პოლიკლინიკაში შუა დღის მონაცემებით, 33 სწრაფი ტესტი ჩატარდა, ვირუსი 10 მათგანს დაუდასტურდა.

რაც შეეხება მარდალეიშვილის კლინიკას, სამედიცინო დაწესებულებაში 14 პირის საკვლევი ნიმუშები აიღეს, საიდანაც  ორის პასუხი დადებითია.