30 დეკემბერი | სწრაფი და PCR ტესტის პასუხები რუსთავში

ქალაქის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში ბოლო 24 საათში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტით ჯამში 100 პირი გამოიკვლიეს, რომელთაგან ვირუსი თოთხმეტს დაუდასტურდა.

“პი-სი-არ” მეთოდით პოლიკლინიკაში ტესტი 10 ადამიანს ჩაუტარდა და პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში, შუადღის მონაცემებით, ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი 24 ადამიანს ჩაუტარდა, ვირუსი ხუთს დაუდგინდა. დადებითია ორი პირის “პი-სი-არ” ტესტის პასუხიც.

რაც შეეხება კლინიკა რუსთავის კოვიდკლინიკას, სამედიცინო დაწესებულებაში ხუთი პირის “პი-სი-არ” ტესტის პასუხი უარყოფითია, ხოლო სწრაფი ტესტით ვირუსი სამ ადამიანს დაუდასტურდა.

სამი პირი გამოიკვლიეს მარდალეიშვილის კლინიკაში დღე-ღამეში, ყველას ტესტის პასუხი უარყოფითია.

ქვეყანაში დაფიქსირებული ახალი შემთხვევებიდან ქვემო ქართლის რეგიონში კორონავირუსი 123 პირს დაუდასტურდა.