გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ Tv4-ს კომპანიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 დეკემბერს 10:30-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში კოდა, ბორბალო, ღოუბანი და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 15:00 საათამდე თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ასურეთი, წინწყარო, ქოსალარი, ფარცხისი, გოლთეთი და მიმდებარე სოფლებში,
11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში ვაშლოვანი, ირაგა, ენაგეთი და მიმდებარე სოფლებში,
11:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში გომარეთი, განახლება, ახა, ზემო კარაბულახი და უსეინქენდი, სარკინეთი, კაკლიანი, მამიშლარი და მიმდებარე სოფლებში,
14:00-დან 17:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებში ტალავერი, კუდრო, ხატისოფელი და მიმდებარე სოფლებში.
კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.