45 ოჯახს ბავშვთა კვების პაკეტები გადაეცა

რუსთავის მუნიციპალიტეტს ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებები გადაეცა. შეხვედრა სადისტრიბუციო კომპანია „ფაინ თრი ინთერნეიშენალისა” და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა.

როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, ქვეყანაში შექმნილი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, სურთ, ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაეხმარონ.

გერმანული წარმოების ბავშვთა კვების პაკეტები რუსთავში მცხოვრებ 45 ოჯახს გადაეცა.დახმარება ჯამში 156 ბავშვს შეეხო.