7 დეკემბერს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს-ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 დეკემბერს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დმანისის რაიონის სოფლებში განთიადი, კაკლიანი, კიზილქილისა, ტნუსი, უკანგორა, ჯავახი, ბოსლები და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს წალკის რაიონის სოფლებში კუში, ოზნი, ბურნაშეთი, ბერთა, ავრანლო და მიმდებარე სოფლებში, 17:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელში და მარნეულში კოსტავას, წერეთლის, კეცხოველის, ბაგრატიონის, ჯაფარიძის და მიმდებარე ქუჩებზე.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.