გახარიას პასუხი ლაცაბიძეს: ამ პარლამენტის პირობებში ეს პრობლემები უნდა გადაწყდეს

პრემიერ მინისტრობის კანდიდატი, გიორგი გახარია “გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატის კითხვას პასუხობს.

“თქვენ იცით რომ სერიოზული პროგრესია იმასთან შედარებით რაც იყო, მაგალითად რუსთავში ჰაერის დაბინძურებით თვალსაზრისით, მაგალითად საერთოდ გარემოზე ზიანის მიყენების თვალსაზრისით.

საკანონმდებლო ინიციატივა შემოტანილია და გავლილია წინა პარლამენტის მიერ ორი მოსმენით და მესამეს ახლა თქვენ მიიღებთ. არის შემაკავებელი ღონისძიებებიც, ჯარიმებია საკმაოდ სერიოზული, აღსრულებაზეა ახლა საქმე.

რა თქმა უნდა, საკანონმდებლო დონეზე რაღაც შესასრულებელია, მაგრამ აღსრულებაზე.

თუმცა, ჰაერის ნაწილი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჰაერის ნაწილი მნიშვნელოვანია როგორც ინდუსტრიული საწარმოების, ისე გამონაბოლქვის ნაწილში და საწვავის ხარისხის ნაწილში და ვფიქრობ, რომ ამ პარლამენტის პირობებში ეს პრობლემები ქვეყანაში უნდა გადაწყდეს,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რუსთავში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას მიმართა.