მთავრობის ახალი შემადგენლობა დამტკიცდა

პარლამენტმა რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე მთავრობის ახალ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას ნდობა 85 ხმით გამოუცხადა.

მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი სიახლეა – იუსტიციის მინისტრის თანამდებობა გოჩა ლორთქიფანიძემ დაიკავა.

დანარჩენი უწყებების ხელმძღვანელები საკანონმდებლო ორგანომ უცვლელად დაამტკიცა. კერძოდ:

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი;

შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა;

საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი;

ფინანსთა მინისტრი – ივანე მაჭავარიანი;

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ – მიხეილ ჩხენკელი;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ეკატერინე ტიკარაძე;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ლევან დავითაშვილი;

თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი – თეა ახვლედიანი.