N1 და N2 პოლიკლინიკებში სწრაფი ტესტირება მიმდინარეობს

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კორონავირუსის სადიაგნოსტიკო ფართომასშტაბიანი ტესტირება მიმდინარეობს.  რუსთავის N1 და N2 დიაგნოსტიკურ ცენტრებში ანტიგენის ტესტირება უკვე აქტიურად ხდება. რაც შეეხება სხვა სამედიცინო დაწესებულებებს, მათი ნაწილი ტესტირებებს ხვალიდან დაიწყებს, ნაწილი კი ჯანდაცვის სამინისტროდან ელოდება რეკომენდაციებს.

რუსთავის პირველი დიაგნოსტიკური ცენტრის დირექტორის მოადგილის,  თამილა კუპატაძის ინფორმაციით,  პოლიკლინიკაში მიმართვიანობა მაღალია და დადასტურებული შემთხვევებიც ეტაპობრივად მატულობს.