ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში

მეგობრობის გამზირზე, გმირთა მემორიალის მიმდებარედ, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემთხვევის შედეგად, არიან დაშავებულებიც.

როგორც TV4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ერმანეთს “ტაქსი” და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ, რის შედეგადაც 40 წლამდე ქალი დაშავდა. დაშავებული “ტაქსის” ერთ-ერთი მგზავრი იყო.

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა დაშავებული კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებულია  საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.