“ათეას” აღმასრულებელმა საბჭომ გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. დოკუმენტის მომზადებაში რუსთავის თვითმმართველობიდანაც მიიღეს მონაწილეობა.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე TV4-თან საუბარში აცხადებს, რომ ქალაქის მასშტაბით ცნობიერების ამაღლება უმთავრეს მიზნად რჩება.
“ათეას” პროექტის -„გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაცია“- კოორდინატორის განცხადებით კი სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში დეტალურადაა გაწერილი ღონისძიებები, რომლებიც მუნიციპალიტეტების ევროპულ ქარტიასთან მიერთებას გულისხმობს გენდერული თანასწორობის მიმართულებით.