აშშ-მ საქართველოს 26 000 PCR ტესტი გადასცა

აშშ-ის მთავრობამ USAID-ის მეშვეობით საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს 26 000 PCR ტესტი გადასცა, რაც ქართველი ექიმების დასახმარებლად არის გათვალისწინებული.

აშშ-ს საელჩოს განცხადებით, ტესტები საავადმყოფოებში, კლინიკებსა და ლაბორატორიებში ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდება.