“გაგოშას” ახალი სტენსილი რუსთავში

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, რუსთავში, სუმგაით მეტალურგების ქუჩაზე სტენსილი იხატება.

ნახატის ავტორის, გიორგი გაგოშიძის თქმით, ქალაქში ახალი სტენსილი კვლავ ჰაერის დაბინძურებას ეხმაურება.

მისივე თქმით, სტრიტ-არტი ეკოლოგიის  გაუმჯობესების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.