გამყრელიძე: პიკის პერიოდში სტაბილიზაციის ელემენტები გამოჩნდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით გუშინ სულ 16 646 ტესტი ჩატარდა, აქედან 11 400 ანტიგენის, ხოლო 5 246 „პისიარ“ ტესტი.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, დადებითობის მაჩვენებელი ოდნავ შემცირდა.

„დადებითობის მაჩვენებელი მთლიანად გვაქვს 10 პროცენტი. ბოლო ორი კვირის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი ოდნავ მცირდება, 32-31 პროცენტი გვქონდა, ახლა ბოლო ორი დღე გვაქვს 28 პროცენტი. ანუ, დინამიკა ამ დადებითობის პროცენტისა მოდის ქვემოთ, რაც გარკვეული ინდიკატორია იმისა, რომ შესაძლებელია, ამ პერიოდში, ამ პიკში რაღაც სტაბილიზაციის ელემენტები უკვე გამოჩნდა“, – გნაცხადა ამირან გამყრელიძემ.