დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, საეკლესიო პირებმა და მრევლმა დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით არსებობს.
გამყრელიძე ყურადღებას ამახვილებს სოციალურ დისტანციაზე და პირბადის ტარებაზე.
„საეკლესიო პირები ჩვენი საზოგადოების ისეთივე წევრები არიან, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი. არის ზოგადი რეკომენდაციები, რომ ეკლესიაში და მის გარეთ ვიყოთ პირბადით. აუცილებელია, რომ ეკლესიაში შიგნით, თუ გარეთ დავიცვათ დისტანცია, განსაკუთრებით ახლა, მოგეხსენებათ, დეკემბერი და იანვარი იქნება შედარებით მძიმე, რადგან ერთმანეთს ედება ყველანაირი რესპირაციული ინფექცია, იქნება გრიპი, კოვიდი, თუ სხვა, ანუ მეტი რისკია ამ ტიპის ინფექციის გავრცელების.
ამიტომ დისტანცია, ხელების დამუშავება, პირბადე, ყველა ამ ინფექციისთვის ერთი და იგივე პრევენციული ღონისძიებაა. იგივე ჩვენს საეკლესიო წინამძღვრებს ვთხოვ, ისევე როგორც მრევლს, რომ დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ვიძლევით, სასურველია, წირვის დროს მეტი ადამიანი იყოს გარეთ და ეს მოხდეს გახმოვანების საშუალებით“, – განაცხადა გამყრელიძემ.