გარდაბნის მუნიციპალიტეტში საახალწლო განათებების მოწყობა უახლოეს დღეებში დაიწყება. კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხები ახალი საახალწლო დეკორაციების შესაძენად არ დაიხარჯება და არ ჩატარდება საახალწლო ღონისძიებები.
საახალწლო განათებებისთვის წინა წლის დეკორაციების და ილუმინაციებს გამოიყენებენ. არსებული რესურსით ქალაქის მხოლოდ ცენტრალური ქუჩები განათდება.
მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ძირითადი თანხები ბიუჯეტიდან წელს სოციალურ პროგრამებსა და კოვიდპანდემიის პრევენციაზე გადანაწილდა.