გარდაბნის 32 ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს სასურსათო პაკეტები ურიგდებათ

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით  “სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების“ ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით 32 ბაგა-ბაღში აღსაზრდელების კუთვნილი სასურსათო პაკეტების  გაცემა მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 3 236 რეგისტრირებული აღსაზრდელი, 13 დასახელების პროდუქტს მიიღებს.

რძისა და ხორცპროდუქტების, ბოსტნეულის, მარცვლეულისა და ხილის სასურსათო პაკეტებს, პანდემიის პირობებში აღსაზრდელები უკვე მეორედ იღებენ.

აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გაცემის პროცესს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი და გარდაბნის ა(ა)იპ „სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების“ ხელმძღვანელი ანტონ მამუკაშვილი პირადად გაეცნენ.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენი პატარების კეთილდღეობა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სააღმზრდელო დაწესებულებებში არ დადიან, კუთვნილ კვებას უკვე მეორედ იღებენ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია მზად არის, ნებისმიერ გამოწვევას უპასუხოს. მომავალი თაობის ხელშეწყობა კი ყოველთვის იყო და იქნება, ჩვენი მთავარი პრიორიტეტი“- განაცხადა რამაზ ბუდაღაშვილმა.