ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ხუთივე დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, მათ გამოკვლევები უტარდებათ.
შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები და საპატრულო პოლიცია.
შსს-ის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ – ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.