თავისუფალი საწოლების რაოდენობა ქვემო ქართლში

ბოლო მონაცემებით, ქვემო ქართლის მასშტაბით საწოლფონდში 56 თავისუფალი ადგილია. ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული კოორდინატორის თეა ბაკაშვილის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით საწოლფონდი ჯამში 600 საწოლს მოიცავს, საიდანაც 100 რეანიმაციულ, ხოლო 500 თერაპიული მკურნალობისთვისაა განკუთვნილი.

ინფორმაციისთვის, საწოლფონდის შესახებ ინფორმაცია ყოველდღიურად განახლებადია.