ქართველი ლოტბარი თემურ ქევხიშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები და მეგობრები ავრცელებენ.
თემურ ქევხიშვილი 80 წლის ასაკში დაიღუპა.იგი ანსამბლ “გორდელას” ერთ–ერთი დამაარსებელი იყო.წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჟთა გუნდს, ანსამბლ “ოროველას”, ანსამბლ “იმედს”, თბილისის პიონერთა სასახლის საგუნდო ანსამბლს, ანსამბლ “დარიალს”, ვოკალურ ანსამბლ “ჟურნალისტს”.გარდა ამისა,იყო ანსამბლ “რუსთავის” სოლისტი.ამავდროულად,გასტროლებით შემოიარა მსოფლიოს მრავალი ქვეყანა.
ცნობისთვის,2013 წლის 11 ივნისს ფონდმა “ქართული გალობა” თემურ ქევხიშვილი “საუკუნის ხმად” აღიარა.