თურქეთში 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

სააგენტო „როიტერი“, კანდილის ობსერვატორიაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, ანტალიის პროვინციაში 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

მათივე ინფორმაციით, მიწისძვრა მიწისქვეშ 93.3 კმ-ის სიღრმეში დაფიქსირდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, მიწისძვრა ანტალიაში და მის მიმდებარე პროვინციებში იგრძნობოდა.

მსხვერპლისა და ზიანის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.