ლაცაბიძე კანონპროექტზე: ეს იქნება პირველივე სხდომები, როდესაც ჩვენ დავიწყებთ მუშაობას

“ეს კანონპროექტი, რომელიც სწორედ სამოქალაქო მხრიდან ძალიან დიდი აქტიურობის შედეგი იყო, პრემიერისა და სამთავრობო გუნდის ჩართულობითა და მხარდაჭერით იქნა ინიცირებული მე-9 მოწვევის პარლამენტში. უკვე მიღებულია ორი მოსმენით. მე-10 მოწვევის პარლამენტისთვის გათვალისწინებულია გარკვეული  რეგლამენტის გავლა, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტმაც მიზანშეწონილად ცნოს ის კანონპროექტები, რომელიც იყო დაინიცირებული.

ეს იქნება პირველივე სხდომები, როდესაც ჩვენ დავიწყებთ მუშაობას, ეს იქნება შეუქცევადი პროცესი აუცილებლად, თუმცა ტექნიკურად ვერ ხერხდება ამ წელს ამის მიღება.”,- ასე პასუხობს TV4-ის კითხვას პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი , ნინო ლაცაბიძე “გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით.

ნინო ლაცაბიძის თქმით,   ბიზნესი აცხადებს მზაობას კანონპროექტის მისაღებად და კერძო სექტორის ჩართულობით გარკვეული გეგმა შედგება.

“ჩვენ ვაპირებთ, რომ უახლოეს მომავალში საწარმოებთან ერთად გავაკეთოთ გარკვეული გეგმა , რომელშიც მუნიციპალიტეტი ასევე გაუწევს მონიტორინგს და უკვე დეტალურ ინფორმაციას საწარმოებთან დაკავშირებით აუცილებლად მივაწვდით მოსახლეობას, რადგან დიდია ინტერესი მოსახლეობის მხრიდან.”-აცხადებს ლაცაბიძე.