რუსთაველმა სამოქალაქო აქტივისტებმა ლუკა სირაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია-პერფორმანსი გამართეს. აქტივისტებმა ლუკა სირაძის ხსოვნას პატივი მიაგეს და ოჯახსა და ახლობლებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს.
შეგახსენებთ, ლუკა სირაძემ გასულ წელს, 15 წლის ასაკში, პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. ის 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. სასამართლომ ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს 3 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.