მარნეულში, ავერსის კლინიკაში გარდაცვლილი იპოვეს ახალგაზრდა ექიმი, რომელიც 10 დღის წინ კორონავირუსისგან განიკურნა და სამუშაოს დაუბრუნდა. ინფორმაციას კლინიკის თანამშრომელი ადასტურებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ექიმი 24 წლის იყო.
ახალგაზრდა კაცი, სავარაუდოდ, თრომბოემბოლიური გართულებით გარდაიცვალა.