მერვე მიკრორაიონში სახანძრო ეკიპაჟი იყო მობილიზებული

მერვე მიკრორაიონში ელექტროსადენების მოკლე ჩართვა მოხდა. ადგილობრივმა მოსახლეობამ, უსაფრთოხების მიზნით, სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი გამოიძახა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციაც.

როგორც „ენერგო პრო ჯორჯიაში“ TV4-ს განუცხადეს, მერვე მირკორაიონში ადგილობრივებს დროებით არ მიეწოდებოდათ ელექტროენერგია.

ამ დროისთვის აბონენტებს ელექტროენერგია შეუფერხებლად მიეწოდებათ.