“პი-სი-არ” და სწრაფი ტესტის პასუხები რუსთავში

კორონავირუსის სტატისტიკა რუსთავში- ბოლო 24 საათში N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში ვირუსზე 178 პირი გამოიკვლიეს, რომელთაგან “კოვიდ-19” 73 პირს დაუდასტურდა.

როგორც დიაგნოსტიკურ ცენტრში TV4-ს განუცხადეს, 147 ადამიანი სწრაფი ტესტით გამოიკვლიეს, რომელთაგან 59-ის ტესტის პასუხი ვირუსზე დადებითია. მათივე ინფორმაციით, “პი-სი-არ” ტესტი ჩაუტარდა 31 ადამიანს, პასუხი დადებითია 14 მათგანის შემთხვევაში.

რაც შეეხება ცხელების ზონებს, ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს ცხელების ცენტრში, ვირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პაციენტი საეჭვო სიმპტომებით კლინიკაში თბილისიდან შეიყვანეს, ის მკურნალობას ინფექცირ განყოფილებაში აგრძელებს.

11 პირის საკვლევი ნიმუშების პასუხებს ელოდებიან კლინიკა “რუსთავის” კოვიდის მიმღებ ცენტრში.