რაგბის კავშირის პრეზიდენტად ირაკლი აბუსერიძე აირჩიეს

რაგბის კავშირის პრეზიდენტად ყოფილი მორაგბე და პარლამენტის წევრი, ირაკლი აბუსერიძე აირჩიეს. კენჭისყრაში მონაწილეობდნენ გოჩა სვანიძე, ირაკლი აბუსერიძე და ლაშა ხურციძე, თუმცა ხურციძემ პროცესს ბოიკოტი გამოუცხადა და საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდა, არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღოთ.

“გაიმარჯვა ერთიანობამ, გუნდურობამ, მორაგბეებმა და, მე იმედი მაქვს, ამ სულისკვეთებით გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა ყველასთან. მზად ვარ თანამშრომლობისთვის ყველასთან. ერთიანობა თუ არ შევინარჩუნეთ და არ გავაგრძელეთ ერთად მუშაობა, ქართული რაგბი დაზარალდება. ჩვენ არავისთან დაპირისპირება არ გვქონია. არჩევნებს ყოველთვის ახლავს დაძაბულობა. ყველას შევხვდებით, ყველას აზრს გავითვალისწინებთ და რაც ქართული რაგბისთვის უკეთესი იქნება, იმ გზით წავალთ”, – ამბობს აბუსერიძე ორგანიზაციის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ.