როგორი ზამთარი იქნება საქართველოში?

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ექსპერტების კლიმატური პროგნოზის ფორუმზე მომზადებული 2020-2021 წლის ზამთრის სეზონის ამინდის პროგნოზზე დაყრდნობით საქართველოს ტერიტორიაზე ზამთრის სეზონის ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმის ფარგლებში ან ნორმაზე 1 გრადუსით თბილი, ხოლო ატმოსფერული ნალექების რაოდენობა ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი, -ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სპეციალისტების დასკვნით, ზამთრის სეზონის ცალკეულ დღეებში შესაძლებელია ტემპერატურის დაკლება ღამით დასავლეთ საქართველოს დაბლობში -4, -6; მთიან რაიონებში -8, -10; მაღალმთიან რაიონებში -11, -13 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -7, -9; მთიან რაიონებში -11, -14; მაღალმთიან რაიონებში -18, -20 გრადუსამდე.