რომელ პარტიას რამდენი მანდატი აქვს ცესკო-ს საბოლოო შედეგების მიხედვით

ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგების მიხედვით, საქართველოს პარლამენტში ყველაზე მეტი მანდატი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველომ“ მიიღო. ცესკო-ს 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები ცოტა ხნის წინ დაამტკიცა. ცესკო-ს მონაცემებით, საქართველოს პარლამენტში მანდატების რაოდენობა ასე გადანაწილდა:

„ევროპულ საქართველოს“ ექნება ხუთი მანდატი,

„ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას“ – 36 მანდატი;

„პატრიოტთა ალიანსს“ – ოთხი მანდატი;

„ლეიბორისტულ პარტიას“ – ერთი მანდატი;

„მოქალაქეები-ალეკო ელისაშვილს“ – ორი მანდატი;

„გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელს“ – ოთხი მანდატი;

„გირჩს“ – ოთხი მანდატი;

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ – 90 მანდატი, აქედან 60 პროპორციული, ხოლო 30 მაჟორიტარული;

„ლელოს“ – ოთხი მანდატი.