რუსთავში 600-მდე ოჯახს საცხოვრებელი ბინა დაუკანონდება

ათეულობით წელია რუსთავში ბარათაშვილის ქუჩისა და ჭყონდიდელის დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობა საცხოვრებელი ბინების დაკანონებას ითხოვს. რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარი-დეპუტატის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი დაიწყო.

რუსთავში 600 – მდე ოჯახი, რომელთა შორისაც სოციალურად დაუცველები და დევნილებიც არიან, საცხოვრებელ ბინებს უახლოეს მომავალში დაიკანონებს.

როგორც ლაცაბიძემ აღნიშნა, პარალელურად გაგრძელდება მუშაობა იმისთვის, რომ თავისუფალი ფართების დასაკუთრების წახალისება არ მოხდეს, რათა მსგავსი პრობლემები ქალაქში სამომავლოდ დღის წერიგში აღარ დადგეს.