კოვიდპანდემიის გამო, რუსთავში საახალწლო ღონისძიებები არ გაიმართება რუსთავსი მერიის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ინფორმაციით, ქალაქში გაუქმდა ყველა სახის საახალწლო ღონისძიება.
სამსახურის ხელმძღვანელის, დავით შანიძის თქმით, იმის გამო, რომ ვირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები აკრძალულია, რუსთავის მერია, საახალწლო ღონისძიებებისთვის განკუთვნილი ბიუჯეტით სოციალურად დაუცველ ოჯახებს დაეხმარა.