რუსთავის საკრებულოსა და მერიის განკარგულებით, ქალაქის ოთხ უსახელო ქუჩას სახელი დაერქვა, ერთს კი შეეცვალა.
პროექტი მე-7, მე-8 და მე-19 მიკრორაიონების მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს.
როგორც სივრცითი ტერიტორიების დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე, TV4-თან საუბარში აცხადებს, სამომავლოდ სახელწოდებები საბჭოთა კავშირის დროიდან შემორჩენილ ქუჩებსაც გადაერქმევათ, მათ შორის ჭყონდიდელის დასახლებაში ჩაპაევისა და კამოს ქუჩას.







