რუსთავში ცენტრალურ ქუჩაზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

მეგობრობის გამზირზე, საავტომობილო გზაზე მოძრავ მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც Tv4-ის ჟურნალისტი იუწყება, ადგილზე ერთი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს. მეხანძრე-მაშველები ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ.

წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილში ექვსი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი. შემთხვევის შედეგად არავინ  დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც.