თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
სოფელ ასურეთში ტბისი-კუმისის სარწყავი სისტემის წყალგამანაწილებელზე ამ დროისთვის 219 მმ-იანი ქსელი იცვლება. ინფორმაციას საქართველოს მელიორაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შედეგად, 70 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდება სარწყავი წყლის მიწოდების რეჟიმი.
სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთარი ძალებით ახორციელებს, დასრულების ეტაპზეა.