საკალთბურთო სუპერლიგის მორიგ შეხვედრაში რუსთავი თბილისის „დინამოს“ დაუპირისპირდა.
დღევანდელი შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა და სტუმართა გამარჯვებით 84:77 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ სუპერლიგის 6 თამაშიდან, რუსთავის კლუბისთვის ეს პირველი წაგებაა. მომავალ შეხვედრას 27 დეკემბერს კვლავ რუსთავი უმასპინძლებს და თბილისის გუნდ „ტიტებს“ დაუპირისპირდება. თამაში 14:00 წუთზე დაიწყება.