სწრაფი ტესტის პასუხები თეთრიწყაროში

თეთრიწყაროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსი სწრაფი ტესტით ერთ პაციენტს დაუდასტურდა. როგორც კლინიკაში Tv4-ს განუცხადეს, ბოლო 24 საათში ცხელების ზონაში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტით ხუთი პირი გამოიკვლიეს, რომელთაგან ოთხის პასუხი უარყოფითია. 

ამ დროისთვის ცხელების ცენტრში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 10 პაციენტი რჩება. კლინიკაში ჯამში 15 თავისუფალი საწოლია მობილიზებული.