„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს

პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

როგორც ცნობილი ხდება, სხდომაზე საქართველოს მთავრობის ახალ შემადგენლობასა და სხვა მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობენ.

ამ დროისთვის პარტიას ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.