ქუთაისში კორონავირუსისგან შვიდი ჩვილი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში “კლინიკა ბომონდის” კოვიდცენტრში კორონარუსისგან შვიდი ჩვილი გამოჯანმრთელდა.

ჩვილებიდან ყველაზე პატარა 14 დღის, ხოლო ყველაზე დიდი ერთი თვის იყო. ისინი კლინიკაში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებიდან, ნაწილი კი საცხოვრებელი სახლებიდან შეიყვანეს.

ეპიდემიოლოგების ინფორმაციით, მათი დაინფიცირება დედასთან კონტაქტს უკავშირდება.

როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, ამ დროისთვის კოვიდცენტრში 7 ინფიცირებული ჩვილი რჩება. მათი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.