ქუთაისში, ბინაში ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა ნიკეას დასახლებაში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 60 წლის მამაკაცს გადაადგილების პრობლემა ჰქონდა, რის გამოც ბინიდან გასვლა ვერ მოახერხა.
ხანძარი ლიკვიდირებულია.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო