ჩეჩნეთში, საქართველოს საზღვართან ახლოს, მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 13 დეკემბერს, თბილისის დროით 01:29 საათზე, ჩეჩნეთის რესპუბლიკაში, საქართველოს საზღვრიდან 50 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა – ბიძგების სიმძლავრე 5 მაგნიტუდას შეადგენდა.

როგორც ცნობილი ხდება, ბიძგები იგრძნობოდა დაღესტანში, ინგუშეთსა და ჩრდილოეთ ოსეთშიც.