ნოემბრის თვის მონაცემებით, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში, ქალაქის ადმინისტრაციული საზღვრებიდან და მის მიმდებარედ არსებული დასახლებებიდან, ცხოველების მიერ ადამიანების დაკბენის 154 შემთხვევა დაფიქსირდა.
შემთხვევების უმეტესი ნაწილი ძაღლისა და კატის ნაკბენზე მოდის, თუმცა არის სხვა შინაური და გარეული ცხოველის მიერ დაკბენის ფაქტებიც.
აღსანიშნავია, რომ დაკბენის შემთხვევები ხშირად ფიქსირდება სახლის პირობებშიც.
მედიკოსები მოსახლეობას ურჩევენ, დაკბენის შემთხვევაში დროულად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს და ჩაიტარონ ანტირაბიული მკურნალობა.