ხვალ რუსთავის რამდენიმე უბანს წყალმომარაგება შეეზღუდება. მიზეზი წყლის მილსადენების სარეაბილიტაციო სამუშაოებია. როგორც ცნობილია, უკვე გამოიცვალა წყლის მილსადენები და ამჯერად მათი სისტემაზე დაერთების პროცესი მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს, კომპანია „ენსიტი“ ახორციელებს. პროექტის ღირებულება 350,000 ლარს შეადგენს.
პროექტის ფარგლებში ქალაქში დამონტაჟებული ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს წყლის ნაკადების ეფექტურ მართვას და წყალმომარაგების გაუმჯობესებას.
გასულ წელს, ქალაქის მასშტაბით, შეცვლილია 10 კილომეტრამდე საკანალიზაციო მილი და ეს პროცესი წლის ბოლომდე გაგრძელდება.







