ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში

რუსთავში, ლომოურის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გარე განათების ბოძს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი.