ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის ავტობანზე

რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. TV4-ის ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი, “ტოიოტას” და “ბე-ემ-ვეს” მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია.