თბილისში, გლდანის რაიონში საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან მცირეწლოვანი გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.